ქართველები პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთიდან გამოაძევეს
ანტალიაში, ალანიის რაიონში, “ადამიანით ვაჭრობის, იძულებით პროსტიტუციის და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის’’ ბრალდებით, 8 კაცი დააკავეს. ალანიის რაიონული უშიშროების დეპარტამენტმა ეჭვმიტანილების სახლები გაჩხრიკა, სადაც იმყოფებოდნენ: წარმოშობით ქართველი თურქეთის 3 მოქალაქე ქალბატონი, ასევე 14 ქალი საქართველოდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ისინი პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს და ქვეყნიდან გამოაძევეს.
“ადამიანით ვაჭრობის, იძულებით პროსტიტუციის და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის’’ ბრალდებით დაკავებული 8 კაცი კი სასამართლოს წინაშე არის წარდგენილი.