სამართლებრივი დევნა შეწყდა – ექსპერტიზის დასკვნით, გლდანში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული 26 წლის მამაკაცი შეურაცხადია

გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.  ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ის შეურაცხადია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამხიტაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, მის ქმედებას ვერ აცნობიერებდა.

გამხიტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის.

“საქმეში ჩართვის დროსვე მქონდა მოლოდინი, რომ ექსპერტიზა დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის შეურაცხადობას დაადგენდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირს კი ციხეში მრავალი წლით გაშვების ნაცვლად, განკურნება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარემაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. იმედი მაქვს, რომ გამხიტაშვილის მიმართ ეფექტური მკურნალობა ჩატარდება და ის მალე გამოჯანმრთელდება.”, – განაცხადა დაკავებულის უფლებადამცველმა.

ინფორმაციისთვის, გლდანში მკვლელობა მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები