ლენინის ძეგლის ჩამოგდება ხარკოვში და ატირებული პუტინი (ვიდეო)

28 სექტემბერს ხარკოვში აქტივისტებმა უკრაინაში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. განკარგულება ძეგლის დემონტაჟის შესახებ ხარკოვის გუბერნატორს იგორ ბალუტას ეკუთვნოდა. დღეს პოსტამენტთან, რომელზეც ლენინის ძეგლი იდგა, კომუნისტი-პენსიონერები და რამდენიმე ახალგაზრდა შეიკრიბა. მომიტინგეებმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს და ძეგლის დემონტაჟი გააპროტესტეს. ხარკოვში ლენინის ძეგლის ჩამოგდებას ინტერნეტ საშუალებებში სახალისო ვიდეო-რგოლების გამოჩენა მოჰყვა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა აცრემლებული პუტინის ვიდეომ, რომელიც თითქოსდა ატირებული აპროტესტებს ლენინის ძეგლის განადგურებას.[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tIguPZHNyvs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები