საბაჟოზე სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩნდა
საბაჟო – გამშვები პუნქტის ,,ნინოწმინდის“, ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ს. ი., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სიგარეტი „GARNI”- 1088 კოლოფი (21760 ღერი). შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1190 ლარი. აღიშნულ პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი.