სასამართლოში გელა ხვედელიძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომა, პროკურატურის მოთხოვნით, დახურილია, რადგან პროცესზე პირადი ცხოვრების ამსახველი მტკიცებულების გამოკვლევა უნდა მოხდეს. სხდომას თავად გელა ხვედელიძეც ესწრება, თუმცა არც მან და არ მისმა ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე მედიასთან საუბარი არ ისურვეს.
გელა ხვედელიძეს სამსახურებრივი მოვალეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა ედება ბრალად. მას გამოძიება გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სოციალურ ქსელში განთავსებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები