ზელენსკი: კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის დროს ასობით რუსი ჯარისკაცი ჩაგვბარდა

კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების სამხედრო ოპერაციის დროს ასობით რუსი ჯარისკაცი ჩაგვბარდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არმია კურსკის ოლქში 74 დასახლებას აკონტროლებს.

„მადლობა თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ მეთაურს, ვინც ამას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველა ჩვენს ბიჭს, ვინც ავსებს გაცვლით ფონდს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასობით რუსი ჯარისკაცი უკვე ჩაბარდა და მათ ყველანაირი ჰუმანური მოპყრობა ექნებათ – ეს ის მოპყრობაა, რაც მათ რუსეთის ჯარშიც კი არ ჰქონიათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები