თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდარის დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.