„ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურ გაერთიანებას ალეკო ელისაშვილი შეუერთდა
„ლელოს“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ოპოზიციურ გაერთიანებას – „ძლიერი საქართველო“ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ ოფიციალურად შეუერთდა.
პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური ღონისძიება გუდიაშვილის სკვერში გაიმართა, სადაც ამომრჩეველს მორიგი გაერთიანების მიზნები გააცნეს და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს.