რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მას სამხედროებმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„ამჟამად რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება… სიტუაცია ჩვენი კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა სირსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის უკრაინის ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადება კურსკის ოლქში დაწყებულ ოპერაციასთან დაკავშირებით.