სუსში მოწმის სახით შამსუდინ ავლარიგოვი დაიკითხება

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოკითხვის პროცედურები გრძელდება.

სუსში მოწმის სახით შამსუდინ ავლარიგოვი დაიკითხება. მან მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს არ უპასუხა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები