28 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით, სამ მამაკაცთან ერთად გაიტაცა.
შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შედეგად, გუშინ გატაცებული ქალი იპოვეს. მან პოლიციას საჩივრით მიმართა.
“ის ჰყვება, თუ როგორ მოიტაცეს, როგორ ემუქრებოდნენ პისტოლეტებით. მან დაწერა განცხადება. ის სტუდენტია, უნივერსიტეტში სწავლობს, მას სხვა აღზრდა აქვს, თავის მომავალზე ფიქრობს. ეს ბიჭი არ უყვარს. ამის შემდეგ ის იქნება, რასაც კანონი ამბობს”, – ამბობს გოგონას ბიძა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.