ბექა დავითულიანი: პოლიტიკურ ველზე არსებითად ახალი ძალა არ გამოჩენილა, ახალი სახეები არ არიან, შესაბამისად მოლოდინი იგივეა

პოლიტიკურ ველზე არსებითად ახალი ძალა არ გამოჩენილა, ახალი სახეები არ არიან, შესაბამისად მოლოდინი იგივეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს კვლავ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„მე მგონი უკვე 8 არჩევნები ჩავატარეთ, რაც ხელისუფლებაში ვართ და ყოველი არჩევნების წინ დაახლოებით ერთი და იმავე გვესმის. გადაჯგუფებები ხდება, თუმცა შესაკრებლები იგივეა, რა აქამდე იყო. პოლიტიკურ ველზე არსებითად ახალი ძალა არ გამოჩენილა, ახალი სახეები არ არიან ამ პოლიტიკურ ველზე, შესაბამისად, დაახლოებით მოლოდინი იგივეა. მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება გარეთ.

რაც შეეხება სირთულეებს, რა თქმა უნდა, ველით, ოღონდ არა ამომრჩევლის მხრიდან. ამომრჩეველს მე მგონი ძალიან კარგად ესმის ხელისუფლების ქმედებებს რა განაპირობებს, შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები