„რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებზეა საუბარი, ამათმა ზოგადად მესამე სექტორის არსი დაარღვიეს” – კირცხალია

„რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებზეა საუბარი, ამათმა არასამთავრობოებმა ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების არსი დაარღვიეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

“არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იყენებდნენ ამ არასამთავრობო ნიღაბს თავიანთი პარტიების დასაფინანსებლად. აღარც მალავენ ამ ყველაფერს და კოლექტიურად არიან ჩართული ქვეყნის დესტრუქციისთვის. ფუჭია მათი ყოველგვარი მცდელობა, რადგან ის სცენარი რაც მათ ჩაფიქრებული აქვთ, არ გამოვა. საქართველო მშვიდობით და სტაბილურობით განვითარდება”, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები