ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავსტრიის კანცლერს შეხვდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავსტრიის კანცლერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, ავსტრიის კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ „ვრცელი დისკუსია“ ჰქონდა.

მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის შესახებაც.

„ინდოეთი და ავსტრია მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფად აღდგენისთვის დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ.
ორივე ჩვენგანი მზად არის, რომ ამის მისაღწევად ყველა შესაძლო მხარდაჭერა უზრუნველყოს“, – განაცხადა მოდიმ.

ავსტრიის კანცლერის თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინასთან დაკავშირებით ინდოეთის პოზიციის მოსმენა და აღნიშნა, რომ ინდოეთის მიერ გასულ თვეში შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები