ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე, გიორგი გაბიტაშვილი – საბჭომ გენპროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ, ფარული კენჭისყრით, შვიდიდან სამი კანდიდატი უკვე შეარჩია – ესენი არიან ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი.

ხვალ სამიდან ერთი შეირჩევა და კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება.

გადაწყვეტილება საბჭოს 12 წევრიდან 11-მა მიიღო, რადგან “გირჩის” წევრ იაგო ხვიჩიას ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საპროკურორო საბჭოს წევრები ხვალ, 11:00 საათზე შეიკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები