ფარული მიყურადებისა და ჩანაწერებისთვის სასჯელი მკაცრდება

   ფარული მიყურადებისა და ჩანაწერების განხორციელებასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც სასჯელის 3-დან 7 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, ინიციატივის შესახებ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცვლილებები კოდექსის სამ მუხლში შედის. “უკანასკნელი წლების განმავლობაში პირადი და ინტიმური ცხოვრების უკანონო მიყურადება-ჩაწერა ხდებოდა, რითაც უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. ამ მიმართულებით კანონის დარღვევა ითვალისწინებდა სამ წლამდე პასუხისმგებლობას, ცვლილების შემდეგ კი სასჯელი 7 წელი იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები