თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ზაზიაშვილის, ყოფილი მონტინის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ჩუღურეთის რაიონში 20 წლამდე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე თქმით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამასთან, სამინისტროსთვის უკვე ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.