ივანოვოში “ილ-76” ჩამოვარდა (ვიდეო)

რუსეთში, ივანოვოს ოლქში სამხედრო-სამგზავრო თვითმფრინავი – “ილ-76” ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის რვა წევრი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, თვითმფრინავი გეგმური რეისის შესრულების დროს ჩამოვარდა.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი აფრენისას ერთ-ერთ ძრავაში გაჩენილი ხანძარი გახდა.

24 იანვარს ბელგოროდთან კიდევ ერთი “ილ-76” ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ხარკოვის რეგიონში მდებარე საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან ორი უკრაინული რაკეტით ჩამოაგდეს.

რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ავიაკატასტროფას 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა, რომლებიც გაცვლის მიზნით მიჰყავდათ, თუმცა, უკრაინა ამ ფაქტს არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები