არადეკლარირებული საქონლის შემოტანის გამო ორი პირი დაჯარიმდა
არადეკლარირებული საქონლის შემოტანის გამო ორი პირი დაჯარიმდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის 11 თებერვალს , საბაჟო გამშვებ პუნქტში “თბილისის აეროპორტი”, რეისით დუბაი-თბილისი ჩამოფრინდა აზერბაიჯანის მოქალაქე ე.მ., რომელსაც დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული 6 ცალი მობილური ტელეფონი და 4 ცალი აიპადი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4224.62 ლარი.
ასევე არადეკლარირებული 10 ცალი მობილური ტელეფონი და 3 ცალი აიპადი აღმოაჩნდა იმავე რეისით ჩამოსულ აზერბაიჯანის მოქალაქეს ჟ.ჯ.-ს. მის მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4941.54 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის თანახმად, ორივე პირს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა შესაბამისად 4224.62 ლარისა და 4941.54 ლარის ოდენობით.