გეგუთის ციხეში მთავარი დამნაშავეები ციხის თანამშრომლები არიან

  სასჯელაღსრულებლის მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში მთავარი დამნაშავეები ამავე ციხის თანამშრომლები არიან.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გამოძიება იმუშავებს ამ ადამიანების ქმედებაზე, რომლებიც სრულიად შეგნებულად აქეზებდნენ პატიმრებს და შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს.
„გამოძიება იმუშავებს იმ ადამიანებზე, იმ თანამშრომლებზე, რომლებიც სრულიად შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს და აქეზებდნენ პატიმრებს, მათ ოჯახებს, ძველი თანამშრომლების ძალიან ბევრ რაოდენობას არ აწყობს წესრიგის დამყარება ციხეებში. ისინი შეჩვეულნი იყვნენ პატიმართა წამებას, ფულის გაკეთებას, მაგრამ ეს დღეს ვერ გაგრძელდება. მინდა ვთქვა, რომ სწორედ ეს თანამშრომლები იყვნენ მთავარი დამნაშავენი მთელ ამ პროცესებში”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, კანონი ძალიან მკაცრი იქნება იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც ციხის გარეთ კანონს არღვევდნენ, სასწრაფოებს ციხიდან დაშავებული პატიმრების გარეთ გამოყვანის საშუალებას არ აძლევდნენ და გზას კეტავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები