ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში დოღი გაიმართა
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საცხენოსნო კლუბებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და აზერბაიჯანიდან, ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარბენი სამ დისტანციაზე ჩატარდა; გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “ვახტანგურმა” და ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “გურიამ” გააფორმეს.
„სოფელ ნაგომარში საცხენოსნო შეჯიბრი – „ოზურგეთის თასი – 2023″ ჩავატარეთ, რომელიც ამიერიდან ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიება გახდება და ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტივობების კალენდარში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს! წლევანდელი შეჯიბრის გამარჯვებული ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა! თორნიკეს ვულოცავ გამარჯვებას, ხოლო მონაწილეებს ყველა მუნიციპალიტეტიდან – მადლობას ვუხდი!
განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო, საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნულ ფედერაციას, ორგანიზატორებს და სპონსორებს,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.