მამის მკვლელობის გამო დაკავებულ 20 წლის მამაკაცს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

მამის მკვლელობის გამო დაკავებულ ოთარ თევდორაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. 20 წლის ახალგაზრდა ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

დაკავებული უკვე მოინახულა მისმა უფლებადამცველმა. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის ჩადენის მომენტი არ ახსოვს და მამის სიკვდილის შესახებ სამართალდამცველებისგან გაიგო. შესაბამისად, ადვოკატი არ გამორიცხავს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას.

ცნობისთვის, მკვლელობა ორი დღის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა. დაკავებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები