შსს-მ ნაოსნობის წესების დარღვევისთვის სეინერი დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფოთის საზღვაო რაიონში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე , საქართველოს დროშით მცურავი თევზსაჭერი სეინერი “ZEKI EFE UCUNCUOGLU” დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული სეინერის კაპიტნის, თურქეთის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114–ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.
საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს. გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.