რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბინაში, სადაც 25 წლამდე მამაკაცი ცხოვრობდა, ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობლიდან დაგროვდა.

ახალგაზრდა კაცი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, მაშველების გამოძახების შემდეგ კი მათ სახლში ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები