შსს-ს თანამშრომლებმა აქციაში “გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა, მოადგილე ნიკოლოზ სამარღანიშვილმა, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსებმა და თბილისის მთავარი სამმართველოს სხვა თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს. სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს და სამინისტროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს მაშტაბით მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან არსებული ,,სისხლის ბანკი“-ს დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.
აქციის მიზანია, შსს-ს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Rej7fEic8yg&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები