26 მაისის საქმეზე 5 ყოფილი სამართალდამცველი დაიკითხა
საქალაქო სასამართლოში 26 მაისის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების 6 მოწმე დაიკითხა, მათ შორის 5 ყოფილი სამართალდამცველი, ერთი კი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საიას წარმომადგენელმა გიორგი წიკლაურმა განაცხადა, მან სასამართლოს ინფორმაცია 26 მაისის აქციის დაშლის შესახებ მიაწოდა. მისი თქმით, გადაკეტილი იყო გასასვლელები, რაც დაუშვებელია. მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე კი აცხადებს, რომ გასასველელები არსებობდა და აქციის ის მონაწილეები დააკავეს, რომლებიც კანონს არღვევდნენ.