„ავტოავარიების 30-35%-ის მიზეზი ავტომანქანების გაუმართაობაა“

   ავტოავარიების 30-35 პროცენტის მიზეზი ავტომანქანების გაუმართაობაა – ამის შესახებ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს ტექდათვალიერების შემოღების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფას ემსახურება. “ავარიების 30-35 პროცენტის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. ტექდათვალიერება უზრუნველყოფს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უფრო გამართული მანქანებით იმოძრაონ”, – განაცხადა ჭიკაიძემ.
მისივე თქმით, ტექდათვალიერების საფასური მსუბუქი ავტომანქანების შემთხვევაში წლიურად არაუმეტეს 48 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება 2015 წლის პირველი მარტიდან სავალდებულო ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები