კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 174 გამოვლინდა, აჭარაში – 10, იმერეთში – 38
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 38, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 44, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 327 საიდანაც, 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 244, აჭარაში – 22, იმერეთში – 81.
ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 118 პირი, მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 16, იმერეთში – 10. ხოლო, 3 882 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 1 650 384 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 629 266, გარდაიცვალა 16 765 პაციენტი.