გიორგი კახიანი: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია, რომ საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის, შეურაცხმყოფელია

„რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება, ასეთი კითხვა გაუჩნდეს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებას, რომ რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

კახიანის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს. სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს, კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან სწორედ, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორთქიფანიძე. ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს, ეს არის ტყუილი და სიმართლესთან კავშირი არ აქვს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მსგავსი კითხვების გაჩენა შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები