შსს-მ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

   შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში მოძრავი „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა საეჭვოდ მიიჩნიეს და მძღოლს გაჩერება მოსთხოვეს, რასაც ის არ დაემორჩილა. პოლიციელებმა მძღოლის დაუმორჩილებლობის საფუძველზე აღნიშნული ავტომობილის დევნა განახორციელეს, რა დროსაც „ბე-ემ-ვე“-ს მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა. მძღოლმა და მისმა თანმხლებმა მგზავრმა დაზიანებული მანქანა მიატოვეს და მიიმალნენ. ამ დროისთვის ორივე პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სამართალდამცველებმა მიტოვებული ავტომანქანის დათვალიებისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა: „ა-კა-ეს“-ის მოდელის ორი ავტომატური ცეცხლსასრილი იარაღი, 1 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 5 ჭურვი, 579 საბრძოლო ვაზნა, ვაზნების მოსათავსებელი 3 ჟილეტი, 17 მჭიდი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები