როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 16 მარტის კოვიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 154, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 79, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 82, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.41%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც, 1 068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 518, აჭარაში – 67, იმერეთში – 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 154, აჭარაში – 43, იმერეთში – 52. ხოლო, 29 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 638 790 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 591 180, გარდაიცვალა 16 595 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები