უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინის თავზე საჰაერო სივრცე არ ჩაიკეტება, რუსული რაკეტები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდება და ეს დროის საკითხია.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ არ დახურავთ ჩვენს ცას, რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდება, ნატო-ს ტერიტორიაზე. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს ის.
ზელენსკის თქმით, გასულ წელს აფრთხილებდა ნატო-ს ქვეყნების ლიდერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი პრევენციული სანქციები არ გატარდებოდა, ის ომს დაიწყებდა.
”და მე მართალი აღმოვჩნდი”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.