როგორი ეპიდვითარებაა თბილისსა და რეგიონებში – 14 მარტის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 66, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 14, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 551 საიდანაც, 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 659, აჭარაში – 102, იმერეთში – 283.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 184, აჭარაში – 54, იმერეთში – 72. ხოლო, 29 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 944 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ხოლო, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 635 975 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 588 829, გარდაიცვალა 16 569 პაციენტი.