ზელენსკი – რუს სამხედროებს: დაყარეთ იარაღი და გაბრუნდით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუს მეომრებს იარაღის დაყრისა და სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

“დაყარეთ იარაღი და წადით. არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს, უბრალოდ, გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და წადით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ რუსეთს ბრძოლის შეწყვეტისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსებმა უკრაინასთან ომში უკვე 4 500 სამხედრო დაკარგეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები