ზელენსკიმ უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა
უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ მოაწერა.
მობილიზაცია ჩატარდება ვინიცას, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ჟიტომირის, ტრანსკარპატების, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვსკის, კიევის, კიროვოგრადის ტერიტორიაზე.
ასევე, ლუგანსკის, ლვოვის, ნიკოლაევის, ოდესის, პოლტავას, რივნის, სუმის, ტერნოპოლის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ჩერნივცის, ჩერნიგოვის რეგიონებსა და
ქალაქ კიევში.
მობილიზაცია განხორციელდება ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში.