სოზარ სუბარი: ერთი და ხუთი კაცის ნებაზე კანონმდებლობას ყოველდღიურად ვერ შევცვლით
“როცა სიები ჩახსნეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ამით შეურაცხყოფა მიაყენეს დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის პრინციპს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ სამ ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატებს ჩამოართმევენ, პარლამენტში ისინი სხვა დეპუტატებმა უნდა ჩაანაცვლონ და ჩანაცვლება პროპორციული სიით უნდა მოხდეს.
სუბარის თქმით, ერთი და ხუთი კაცის ნებაზე კანონმდებლობას ყოველდღიურად ვერ შეიცვლება.
„ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით კითხვები არ არის, რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, 70 სხდომა ისე ჩატარდა, ერთხელ არ მოსულა და წელიწად-ნახევარი რასაც აკეთებდა, იყო შეურაცხყოფა პარლამენტის და დემოკრატიული ინსტიტუტების და დღეს რომ გადაწყვიტა შემოსვლა, ზუსტად იგივე მიზნები აქვს. ბადრი ჯაფარიძეს რაც შეეხება, გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს და ვის რა კითხვა აქვს, ეს განზე უნდა გადავდოთ. ვიღაცას მიაჩნია, რომ უდანაშაულოა. მეორე მხრივ კითხვებია, რომ სინამდვილეში ფულის გათეთრებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ გამოვრიცხოთ ორივე მხარე, რაც მოხდა არის ფაქტი, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არსებობს და კანონი ითვალისწინებს უფლებამოსილების შეწყვეტას. დღეს რომ გვახსენებენ კოლეგიალობა გავითვალისწინოთო, როცა არსებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გია ვოლსკიმ, ბადრი ჯაფარიძემ და ხაზარაძემ საერთოდ რომ არ გახსენებიათ კოლეგიალობა, ისე უჩივლეს სასამართლოში და 300 000 ლარს ითხოვდნენ, საინტერესოა, კოლეგიალობა მაშინ რატომ ახსენდებათ, როცა მათი პრობლემები წამოიწევს წინა პლანზე? რაც შეეხება სიების აღდგენას, როცა სიები ჩახსნეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ამით შეურაცხყოფა მიაყენეს დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის პრინციპს და თავის კოლეგებს, რომლებიც მათთან ერთად შემოვიდნენ საპარლამენტო ბრძოლაში და დღეს რომ გადაიფიქრეს, ასე არ არის დემოკრატია, კანონი არის კანონი და ერთი და ხუთი კაცის ნებაზე კანონმდებლობას ყოველდღიურად ვერ შევცვლით”, – განაცხადა სუბარმა.