ჯავარა უგრეხელიძე – “ომიკრონის” ბუნებიდან გამომდინარე, ველოდებით დღიური დადასტურებული შემთხვევების გასამმაგებას”

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” გენერალური დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის თქმით, “ომიკრონის” გავრცელებასთან ერთად, გაიზრდება ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლაც.

“გამომდინარე იქედან, რომ სადღაც იანვრის მეორე ნახევარში “ომიკრონის” ბუნებიდან გამომდინარე ველოდებით დღიური დადასტურებული შემთხვევების გასამმაგებას, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს “ომიკრონი” მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზებული ადამიანების რიცხვი არ უნდა გაიზარდოს მკვეთრად, მაინც ჰოსპიტალურ სექტორზე მკვეთრი დაწოლაა იმიტომ, რომ დღიური 10 000 ან 15 000 დადასტურებული შემთხვევა აუცილებლად გაზრდის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას”, – აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები