ჯავარა უგრეხელიძე: 60 წელს ზემოთ მოქალაქეების მომართვა აცრაზე მცირდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის თქმით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეების მიმართვა აცრაზე მცირდება.

მისივე განმარტებით, მოიმატა “ბუსტერ” დოზების მსურველთა რაოდენობამ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო კვირაში გააქტიურდა ვაქცინაციის ტემპი, რაც ძალიან კარგია, თუმცა, მაინც არ არის ეს ის რიცხვები, რაც სასურველია, მეტი გვჭირდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღიურად 2000-მდე აცრა ტარდება. 60 წელს ზემოთ მოქალაქეების მომართვა აცრაზე მცირდება. განსაკუთრებით, გააქტიურებულია “ბუსტერ” დოზები, რაც კარგია. ბავშვების აცრის მხრივ განსაკუთრებული აქტივობა არ შეიმჩნევა”, – აღნიშნა ჯავარა უგრეხელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები