ამირან გამყრელიძე: “ომიკრონის“ შემთხვევები საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, არც საეჭვო შემთხვევა ყოფილა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” არ დაფიქსირებულა.
“ომიკრონის“ შემთხვევები საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, არც საეჭვო შემთხვევა ყოფილა. ჩვენ ვადევნებთ თვალს. საეჭვო არის რამდენიმე ნიშანი, ჩვეულებრივ „პისიარ“ ტესტირების დროს, სადაც შეიძლება, ეჭვი მიიტანოთ, არის თუ არა, ჩვენ ამის პროტოკოლი გაკეთებული აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მიცემულია აქ ეს ყველა ლაბორატორიას, როდის შეიძლება, მიიტანოს ეჭვი, შესაბამისად, ეს ნიმუშები იგზავნება ჩვენთან, რომ ჩატარდეს ამ ნიმუშის სეკვენირება, ჯერჯერობით, არ არის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.