„ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად უნდა ავიცრათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“ – მაკა გიორგობიანი

„მესმის, რომ რთული თემაა და ბევრ ადამიანს ეშინია აცრის გაკეთების, მაგრამ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ავიცრათ“, – ამის შესახებ ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი მინიმუმამდე დავიყვანოთ, ვაქცინაცია კი საუკეთესო გამოსავალია.
„ვაქცინაციის გარეშე ახლა შეუძლებელია, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ პანდემიის დასრულებას რამენაირად ხელი შევუწყოთ.
ძალიან განსაკუთრებული წელი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სპორტსმენი იყოს ჯანმრთელი. ამიტომ ვფიქრობ, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.
მესმის, რომ რთული თემაა და ბევრ ადამიანს ეშინია აცრის გაკეთების, მაგრამ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ავიცრათ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმუმამდე დავიდეს ლეტალობის მაჩვენებელი. ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად უნდა ავიცრათ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – თქვა მაკა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები