როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
“19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო, თბილი ამინდი შენარჩუნდება”, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
მათივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ცივი ამინდი და ყინვაა მოსალოდნელი.
“20-21 ნოემბერს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. უმეტეს რაიონებში წვიმას ვპროგნოზირებთ. მთაში სუსტ თოვლს ვვარაუდობთ. დედაქალაქში 21-ში ქარია მოსალოდნელი. 21 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს”, – განაცხადეს სააგენტოში.