ელენე ხოშტარია: ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა

“ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, პირველ ყოვლისა,  “ქართული ოცნებიდან”, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა”,- ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომელიც მე-15 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს.

მისივე თქმით, უკან დახევას არავინ აპირებს.

“ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, პირველ ყოვლისა, “ქართული ოცნებიდან”, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა. შევთავაზე ის ვერსიები, რაც შეიძლება, იყოს გამოსავალი, მათ აქვთ დრო, არცთუ ისე ბევრი იმისთვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია,  “ქართულმა ოცნებამ” არ ჩათვალოს, რომ ეს ან არის პოლიტიკური თამაში ან, ვინმე აპირებს უკან დახევას”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად „ქართული ოცნების” თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე მივიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები