ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევი კლინიკაში გადაიყვანეს

ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ბასტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებენ.

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ცხელი ხაზის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი ჩამოყვანის პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები და სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განუცხადეს “კვირას” უწყებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები