როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

“დასავლეთ საქართველოში 15 ნოემბრის ჩათვლით მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 17-22 გრადუსი იქნება”, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

“ხვალ დილის საათებში კახეთში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა, იწვიმოს. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. გომბორში შესაძლოა წამოთოვოს. მთაშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, ხვალ დილის საათებში მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. 10 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა, 15 ნოემბრის ჩათვლით უნალექო ამინდს ვპროგნოზირებთ”, – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები