მიხეილ ყაველაშვილი – გიგი უგულავაზე: ეს ადამიანები არ იცვლებიან – “ნაცმოძრაობის” გამოსწორება შეუძლებელია

“გიგი უგულავას გუშინდელი განცხადება არ გამიკვირდა, მისი განცხადებებიდან მსგავსი მინიშნებებისა და ადამიანების დაბულინგება ბევრი სხვა შეგვიძლია ვნახოთ მისი განცხადებებიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გამოსწორება შეუძლებელია.

„უგულავა აღტკინებული ხმების გამოცემით შეურაცხყოფს ყველას, ვისზეც საუბრობს, ეს ადამიანები არ იცვლებიან. სააკაშვილზე, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან მიტმასნილ ადამიანებზე შეფასება არ იცვლება, რადგან ეს ძალა იყო ბოროტება და ამ ძალის გამოსწორება შეუძლებელია. მინდა, მივმართო ახალგაზრდებს და იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველია, ზოგი მწერალი, კულტურის წარმომადგენლები, ეს ადამიანები ყველას ემუქრებიან, მათ შორის პოლიციელებს. აბა, გაბედეთ და კრიტიკულად მიუდექით მათ რომელიმე განცხადებას, იქვე ნახავთ, როგორ დაგემუქრებიან“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვინც უმოქმედოა, უკანონოდ აკავებს აქტივისტებს, ტყუილად ჰგონია, რომ კოვიდის ნიღაბი გადაარჩენს, რადგან ყველას გვარი იქნება ონლაინ გამოქვეყნებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები