ქადაგიშვილი – ხოშტარიაზე: პარლამენტში ერთხელ არ მოსულა, არაფერი გაუკეთებია, მანდატი მხოლოდ შიმშილობის დასაწყებად გამოიყენა

“როგორც პარლამენტარი, ერთხელ არ ყოფილა პარლამენტში მოსული და არაფერი გაუკეთებია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ პროტესტის ნიშნად დაწყებულ შიმშილობას.

ქადაგიშვილი ხოშტარიას ჯანმრთელობას უსურვებს.

“დეპუტატის მანდატი აქვს უკვე ერთი წლის განმავლობაში და ერთი დღე არ ყოფილა პარლამენტში, ერთ საკომიტეტო სხდომას ან ერთ სესიას არ დასწრებია, არცერთი კანონპროექტის, არცერთი საკითხის განხილვაზე, რომელიც პარლამენტში ამ ხნის განმავლობაში იხილებოდა, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პროპორციული წესით არჩევნებს ეხებოდა და ბარიერის ქვემოთ დაწევას, არ ყოფილა ელემენტარულად. ახლა მოვიდა და პარლამენტის წევრის მანდატი გამოიყენა მხოლოდ იმაში, რომ დაიწყოს შიმშილობა. ვუსურვებ ჯანმრთელობას. ეს არის პარლამენტარის მანდატის ძალიან დაკნინებული ფორმით გამოყენება, რადგან ის, როგორც პარლამენტარი, ერთხელ არ ყოფილა პარლამენტში მოსული და არაფერი გაუკეთებია. რაც შეეხება ყურადღებას, მათ შორის ქალბატონ ელენე ხოშტარისთან მიმართებით, სათანადო ყურადღება იქნება გამოჩენილი”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები