თამარ გაბუნია: მივიღეთ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფისგან, რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერ დოზებით“ აცრას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში 18 წელს ზემოთ

“მივიღეთ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფისგან (NITAG), რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერ დოზებით“ აცრას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში 18 წელს ზემოთ, ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილია დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანი.

“გუშინ მივიღეთ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფისგან (NITAG), რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერ დოზებით“ აცრას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში 18 წელს ზემოთ, ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის. აქ შედის „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. სამინისტროს ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა, პირველი დადებითი რეკომენდაცია უკვე მივიღეთ“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები