როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
“აღმოსავლეთ საქართველოში 6 ნოემბრამდე ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. 7-8-9 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა იქნება 17-დან 21 გრადუსამდე”, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
“დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ბარში ჰაერის ტემპერატურა 23-25 გრადუსამდე მიაღწევს, სანაპიროზე 23-25 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო მთაში 19-22 გრადუსი.
უმეტეს რაიონებში 6 ნოემბერს ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული. თბილისში 5-6 ნოემბერს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 11-14 გრადუსი იქნება”,- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.