როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
“ამ კვირის განმავლობაში ტემპერატურის ვარდნა მოსალოდნელი არ არის”, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ცნობით, 2-3-4 ნოემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ზოგან ნისლი.
“დაბლობში 1-დან 7 ნოემბრამდე მოსალოდნელია ტემპერატურა 17-22 გრადუსამდე გაიზარდოს.
დასავლეთ საქართველოში 4-5 ნოემბერს აღმოსავლეთის ქარი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ტემპერატურის მატება 17-22 გრადუსამდე. 4-5-6 ნოემბერს უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი”,- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.