“თალიბთა“ ვიცეპრემიერი ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლების წარმომადგენელს“ შეხვდა
რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” წარმომადგენლის, მუჰამედ ნაიმის ინფორმაციით, “თალიბთა” მთავრობის ვიცეპრემიერი, აბდულ ღანი ბარადარი „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელს, ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა.
ამის შესახებ ნაიმმა ,,ტვიტერზე,, დაწერა და შეხვედრის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.
,,თალიბანის,, წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო „ორივე ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და სიტუაცია ავღანეთში“.